ვაკანსია ადვოკატის თანაშემწის პოზიციაზე

 

იურიდიული კომპანია ,,ვახტანგ მაჭავარიანის იურიდიული ოფისი’’ აცხადებს ვაკანსიას

ადვოკატის თანაშემწის პოზიციაზე (იურიდიული ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის

სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის):

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი , ყიფშიძის 2 ა, ბიზნეს ცენტრი G&O.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი. 10:00-18:00 სთ.

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 10.09.2019

ფუნქცია- მოვალეობები:

  • ხელშეკრულების გასაფორმებლად საჭირო დოკუმენტაციის მომზადება;

  • ხელშეკრულებების, სასარჩელო მოთხოვნების, შესაგებლებისა და სხვა სახის

  • იურიდიული დოკუმენტების შედგენა, შესწავლა და დამუშავება;

  • კომპანიის სახელით, საჯარო და კერძო სტრუქტურებთან ურთიერთობა;

  • ხელმძღვანელის მიერ თანამდებობრივი ინსტრუქციით დაკისრებული მოვალეობების

  • შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • იურიდიული განათლება ბაკალავრიატის / მაგისტრის ხარისხით /დამამთავრებელი

  • კურსის სტუდენტი;

  • სასურველია სასამართლოში გავლილი სტაჟირება სამოქალაქო სამართლის

  • მიმართულებით;

  • ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ცოდნა;

  • კომპიუტერული უნარ-ჩვევები:

  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ფლობა;

დამატებითი მოთხოვნები:

  •  სამართლებრივი ანალიზის უნარი;

  •  პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

  •  ანალიტიკური უნარი;

  •  გუნდური მუშაობის უნარი;

  •  ეფექტური კომუნიკაციის უნარი;

  •  გადმოცემისა და იურიდიული მოთხოვნების განმარტების კარგი უნარი;

  •  პროფესიული განვითარებისაკენ სწრაფვა;

შერჩეული კანდიდატი დასაქმდება 6 თვიანი ანაზრაურებადი გამოსაცდელი ვადით.

ანაზღაურება : 500 ლარი და +ბონუსები.

კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ

გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე ფოტოსურათით ელექტრონულ მისამართზე:

info@vmlawoffice.ge (გთხოვთ, ელფოსტის სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება)

წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განნიხილება.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე - 0322 904 510; მობ: 598 92 07 94

კომპანიის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ჩვენს ვებ გვერდს:

www.vmlawoffice.ge

გისურვებთ წარმატებას!