გირაო

რა არის გირაო?

გირაო აღკვეთის ღონისძიების ერთერთი სახეობაა.  სავარაუდო დამნაშავის  დაკავებიდან მაქსიმუმ 72 საათში სასმართლომ უნდა განიხილოს თუ რა ღონისძიება უნდა იქნას გამოყენებული,  რათა   ბრალდებულმა თავი არ აარიდოს სასამართლოში გამოცხადებას, აღიკვეთოს მისი შემდგომი დანაშაულებრივი საქმიანობა, უზრუნველყოფილ იქნეს განაჩენის აღსრულება.

გირაოს გარდა სასამართლომ შეიძლება გამოიყენოს  შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ, პირადი თავდებობა, სამხედრო მოსამსახურის ქცევისადმი სარდლობის მეთვალყურეობა ან პატიმრობა.

პატიმრობა აღკვეთის ღონისძიების ყველაზ მკაცრი სახეობაა და პროკურორი ვალდებულია დაასაბუთოს   სხვა, ნაკლებად მკაცრი ღონისძიების მიზანშეუწონლობა.  სასამართლო უნდა დარწმუნდეს, რომ  მართლმსაჯულება ბრალდებულის იზოლაციის გარეშე  სათანადოდ ვერ განხორციელდება.

გირაოდ შეიძლება გამოყენებული იქნას როგორც ფულადი თანხა, ასევე უძრავი ქონება. ფული თავსდება აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე, ხოლო უძრავ ქონებას ედება ყადაღა, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ბრალდებულის სათანადო ქცევა.

გირაოს თანხას საზღვრავს მოსამართლე მაგრამ არ შეიძლება იყოს 1000 ლარზე ნაკლები.

თუ ბრალდებულმა დაარღვია პირობა ან კანონი, გირაო შეიცვლება უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით.  გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა გადაირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში, ხოლო უძრავი ქონება კი   ფულის ამოღების მიზნით გაიყიდება.

ჩემი კლიენტები ხშირად მეკითხებიან, რა განსხვავებაა გირაოსა და  ჯარიმას შორის. დაიმახსოვრეთ  თუ ბრალდებული ზუსტად და კეთილსინდისიერად ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებას გირაო შემტანს უკან უბრუნდება ხოლო ჯარიმა სასჯელის სახეა და ის არ ბრუნდება.