პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა 

ზოგადი დებულებები 

წინამდებარე პოლიტიკა (შემდგომში – პოლიტიკა) ადგენს მონაცემთა სუბიექტის პერსონალურ მონაცემთა და მათთან დაკავშირებული სხვა ინფორმაციის დამუშავების, მათ შორის, შეგროვების, აღრიცხვის/ჩაწერის, ორგანიზების და შენახვის ძირითად წესებს. ასევე პერსონალურ მონაცემთა დამუშავების ფარგლებს, მიზანს, წყაროს, მიმღებს და „ვახტანგ მაჭავარიანის იურიდიული ოფისის“ მომსახურების მიღების 
 დროს პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებულ სხვა მნიშვნელოვან პირობებს.  

„ვახტანგ მაჭავარიანის იურიდიული ოფისი“, მოქმედი საკანონმდებლო მოთხოვნების შესაბამისად, უზრუნველყოფს პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობას და ახორციელებს სათანადო ტექნიკურ და ორგანიზაციულ ღონისძიებებს პერსონალური მონაცემების არასანქცირებული წვდომის, გამჟღავნების, შემთხვევითი დაკარგვის, ცვლილების, განადგურების ან სხვა უკანონო ქმედებებისგან დაცვის მიზნით.  

„ვახტანგ მაჭავარიანის იურიდიული ოფისის“ ვებსაიტზე არსებულ ინფორმაციაზე ან/და მომსახურებაზე   წვდომით/გამოყენებით პირი ადასტურებს, რომ გაეცნო წინამდებარე პოლიტიკას, მასში ასახული პირობები გასაგები და ნათელია და ეთანხმება მათ.  

 

მონაცემების დამუშავების დანიშნულება, მიზანი და საჭიროება 

კომპანიის მიერ მონაცემთა სუბიექტის პერსონალურ მონაცემთა დამუშავება ხორციელდება მხოლოდ კანონიერი მიზნებისთვის და მათი შესაბამისი მოცულობით.  

კომპანია, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, უზრუნველყოფს კლიენტთა პერსონალური მონაცემების დამუშავებას მომსახურების გასაწევად. 

  

აღნიშნული მიზნით კომპანია  ამუშავებს ისეთ პერსონალურ მონაცემებს, როგორებიცაა: 

სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ტელეფონის ნომერი, ელ. ფოსტა, მისამართი.  

  

კომპანიამ შესაძლებელია დაამუშავოს კლიენტის პერსონალური მონაცემები შემდეგი მიზნებისთვის:  

მონაცემთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა;  

მონაცემთა სუბიექტისათვის შესაბამისი კორესპონდენციის/შეტყობინების გაგზავნა/ჩაბარება;  

კომპანიის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულება ან/და მონაცემთა სუბიექტის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება;  

კომპანიის ლეგიტიმური ინტერესის ან/და სამართლებრივი უფლებების დასაცავად.  

ერთჯერადი გარიგების დასადებად;  

მომსახურების მისაწოდებლად, მათ შორის, შეკვეთის დამუშავებისთვის, მისი მიტანისთვის და სხვა;  

მომსახურებისას ჩატარებული ცვლილებების შესახებ ინფორმაციის მომხმარებლისთვის შესატყობინებლად;  

მომხმარებლის მიერ კომპანიის პროდუქტით სარგებლობის პროცესის მონიტორინგისთვის;  

საიტზე აქტივობასთან დაკავშირებული სტატუსის შეტყობინებების გამოსაგზავნად, როგორიცაა მაგ. შესყიდვის წარმატებულად განხორციელების შესახებ შეტყობინება;  

კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში და წესით მარეგულირებლის ან სხვა საზედამხედველო ორგანოსათვის და აუდიტორული კომპანიებისთვის მონაცემების ხელმისაწვდომობისთვის;  

სხვადასხვა ანგარიშების, კვლევების ან/და რეპორტების მოსამზადებლად;   

კომპანიის სისტემების არასათანადო გამოყენებისა და დანაშაულის პრევენციისთვის;  

დანაშაულის გამოვლენისა და გამოძიებისთვის ანგარიშების შესადგენად;  

შესაბამისი კორესპონდენციის/შეტყობინების გაგზავნის/ჩაბარების მიზნით;   

პრობლემის წარმოშობის შემთხვევაში მომხმარებლების დასახმარებლად;  

კომპანიის მიერ კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებისთვის;  

მომხმარებლებისგან უკუკავშირის მიღებისა და პრობლემებზე რეაგირებისთვის.  

  

კომპანია ამ დოკუმენტში მითითებული საფუძვლებით ამუშავებს ქვემოთ მოცემულ პერსონალურ მონაცემ(ებ)ს:  

საიდენტიფიკაციო მონაცემები − სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი; 

საკონტაქტო ინფორმაცია − მისამართი (იურიდიული და ფაქტობრივი), ელფოსტა, ტელეფონის ნომერი, საფოსტო ინდექსი, ქალაქი/მუნიციპალიტეტი; 

სახელშეკრულებო ინფორმაცია − ინფორმაცია კომპანიის მიერ გაწეული მომსახურებისა და მოწოდებული პროდუქტების შესახებ; 

კომუნიკაციისას მოპოვებული მონაცემები − ელექტრონული ფოსტით, ჩათის, სოციალური მედიის ან სხვა საკომუნიკაციო არხის საშუალებით მოპოვებული მონაცემები; 

საჯარო მონაცემები − საჯარო წყაროებიდან მოპოვებული ინფორმაცია; 

 

მონაცემების შეგროვების წყარო 

კომპანიის მომსახურების ან/და პროდუქტის მიღების მიზნით მონაცემთა სუბიექტის კომპანიისთვის ნებისმიერი ფორმით მიმართვა;  

კომპანიის მომსახურებით/პროდუქტებით სარგებლობა;  

მონაცემთა სუბიექტის მიერ კომპანიის ოფიციალური ვებსაიტის და მისი ფუნქციონალების (მაგ. ჩათის) გამოყენება;  

საჯარო წყაროები და მესამე პირები, შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობისას და საჭიროების შემთხვევაში, მონაცემთა სუბიექტის თანხმობის საფუძველზე.  

პერსონალურ მონაცემთა დამუშავების საფუძვლები 

კომპანიის მიერ პერსონალურ მონაცემთა  დამუშავება ხორციელდება კანონიერად, სამართლიანად, მონაცემთა სუბიექტისთვის გამჭვირვალედ (გარდა კანონმდებლობით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევებისა) და მისი ღირსების შეულახავად, კანონმდებლობით ნებადართულ შემთხვევებში, მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც აუცილებელია შესაბამისი ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად, „პერსონალურ მონაცემთა დამუშავების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლი, მე-5 მუხლი, 24-ე და მე-12 მუხლების შესაბამისად. 

  

დამუშავების საფუძვლებია:  

მონაცემთა სუბიექტის ნებაყოფლობითი თანხმობა, მის შესახებ მონაცემთა ერთი ან რამდენიმე კონკრეტული მიზნით პერსონალურ მონაცემთა დამუშავებაზე.  

მონაცემთა სუბიექტთან დადებული გარიგებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება ან მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დადება.  

კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძველი, მათ შორის, კანონმდებლობით გამომცემლობაზე დაკისრებული ვალდებულებების შესრულება.  

მომსახურების მიზნით მონაცემთა სუბიექტის განცხადების (მათ შორის ელექტრონული ფორმით) განხილვა, მისთვის მომსახურების გაწევა.  

გამომცემლობის ან მესამე პირების კანონიერი ინტერესების დასაცავად მონაცემთა დამუშავების აუცილებლობა.  

მონაცემთა საჯაროდ ხელმისაწვდომობა (მონაცემი საჯაროდ ხელმისაწვდომია ან მონაცემთა სუბიექტმა იგი საჯაროდ ხელმისაწვდომი გახადა).  

 

ინფორმაციის გაზიარება მესამე პირებისათვის 

კანონმდებლობით ან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად, შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობისას, პერსონალური მონაცემები შესაძლოა გაზიარებულ იქნას:  

მონაცემთა სუბიექტის წარმომადგენლისათვის/კანონიერი წარმომადგენლისათვის;  

გარიგების მონაწილე მხარეებისათვის;  

კანონმდებლობით განსაზღვრული ორგანოებისათვის;  

მომსახურების პროვაიდერებისათვის – მათ შორის და არამხოლოდ: საკურიერო სერვისის მომწოდებლებს ან/და სხვა ნებისმიერ მსგავსი ფუნქციის მქონე პირებს;  

სხვა ფინანსური ორგანიზაციებისათვის (მაგ. კორესპონდენტი ბანკები, საერთაშორისო გადარიცხვებისას – შუამავალი ბანკები, ინვესტორები, visa, mastercard და ა.შ);  

კომპანიის პარტნიორებისათვის, რომლებიც კომპანიას უწევენ მომსახურებას (მათ შორის აუთსორსინგულ) ან/და ეხმარებიან მომხმარებლებისათვის საგადახდო/ფინანსური მომსახურების გაწევაში (მაგ: გაერთიანებული საფინანსო კორპორაცია, Apple pay, Gpay, საბარათე ინსტრუმენტების მომწოდებელი და სხვა);  

სხვა მესამე პირისათვის მონაცემთა სუბიექტის თანხმობით.  

 

პერსონალურ მონაცემთა შენახვის ვადა 

გამომცემლობა პერსონალურ მონაცემებს ინახავს:  

საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ვადების შესაბამისად – მომსახურების მთელი პერიოდის განმავლობაში და მომსახურების დასრულების შემდეგ 15 წლის განმავლობაში.  

ან ვადით, რაც აუცილებელია დამუშავების კონკრეტული მიზნის მისაღწევად, დადგენილია მომსახურების გაწევის ფარგლებში ან/და ხელშეკრულებაში.  

 

მონაცემთა უსაფრთხოება 

მონაცემთა სუბიექტის შესახებ დამუშავებული მონაცემების შენახვა ხორციელდება კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.  

კომპანიაში მიღებულია მონაცემთა დამუშავების შესაძლო და თანამდევი საფრთხეების შესაბამისი ორგანიზაციული და ტექნიკური ზომები (მათ შორის, მონაცემთა ფსევდონიმიზაცია, მონაცემებზე წვდომის აღრიცხვა, ინფორმაციული უსაფრთხოების მექანიზმები (კონფიდენციალურობა, მთლიანობა, ხელმისაწვდომობა) და სხვა).  

უზრუნველყოფილია პერსონალურ მონაცემთა დაცვა მონაცემთა დაკარგვისგან, უკანონო დამუშავებისგან, მათ შორის, განადგურებისგან, წაშლისგან, შეცვლისგან, გამჟღავნებისგან ან გამოყენებისგან.  

კომპანიას განსაზღვრული აქვს მისი ნებისმიერი თანამშრომლის უფლებამოსილებების შესაბამისად პერსონალურ მონაცემებზე წვდომის ფარგლები და ახდენს თანამშრომელთა მიერ პერსონალურ მონაცემთა უკანონო დამუშავების ფაქტების თავიდან აცილებას, გამოვლენასა და აღკვეთას, მათ შორის, ახორციელებს თანამშრომელთა ინფორმირებას მონაცემთა უსაფრთხოების დაცვის საკითხების შესახებ.  

კომპანიის ნებისმიერი თანამშრომელი, რომელიც მონაწილეობს პერსონალურ მონაცემთა დამუშავებაში ან რომელსაც აქვს პერსონალურ მონაცემებზე  წვდომა, ვალდებულია, რომ არ გასცდეს მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებს, დაიცვას პერსონალურ მონაცემთა საიდუმლოება და კონფიდენციალურობა, მათ შორის, სამსახურებრივი უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ, კანონმდებლობისა და შიდა ორგანიზაციული დოკუმენტების (მათ შორის, მათთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების)  შესაბამისად.  

 

 

 

მონაცემთა სუბიექტის უფლებები 

მონაცემთა სუბიექტი უფლებამოსილია:  

მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული მონაცემების თაობაზე, კერძოდ, რა მონაცემები მუშავდება, რა არის მათი დამუშავების მიზანი და სამართლებრივი საფუძველი, ინფორმაცია მონაცემთა შეგროვების წყაროსა და მონაცემთა გადაცემის შესახებ.  

მოითხოვოს მცდარი, არაზუსტი ან/და არასრული მონაცემების გასწორება, განახლება ან/და შევსება.  

მოითხოვოს მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა ან წაშლა, თუ:  

გაითხოვს თანხმობას, რომელიც წარმოადგენს მონაცემთა დამუშავების ერთადერთ საფუძველს.  

მონაცემების დამუშავება აღარ არის საჭირო იმ მიზნისთვის, რომლისთვისაც მოხდა მათი დამუშავება.  

მონაცემთა დამუშავება ხდება უკანონოდ.  

მონაცემთა სუბიექტის უფლებების დარღვევის შემთხვევაში მიმართოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს ან/და სასამართლოს.  

 

 

მონაცემთა სუბიექტის უფლებების შეზღუდვა 

მონაცემთა სუბიექტის ზემოთაღნიშნული უფლებები შეიძლება შეიზღუდოს, თუ მათი რეალიზაცია საფრთხეს უქმნის:  

სახელმწიფო უსაფრთხოების, ინფორმაციული უსაფრთხოებისა და კიბერუსაფრთხოების ან/და თავდაცვის ინტერესებს.  

საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებს.  

დანაშაულის თავიდან აცილებას, დანაშაულის გამოძიებას, სისხლისსამართლებრივ დევნას, მართლმსაჯულების განხორციელებას.  

ქვეყნის მნიშვნელოვან ფინანსურ ან ეკონომიკურ (მათ შორის, მონეტარულ, საბიუჯეტო და საგადასახადო), საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხებთან დაკავშირებულ ინტერესებს.  

მონაცემთა სუბიექტის მიერ პროფესიული, მათ შორის, რეგულირებადი პროფესიის, ეთიკის ნორმების დარღვევის გამოვლენას და მისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას.  

მონაცემთა სუბიექტის ან/და სხვა პირების უფლებებსა და თავისუფლებებს, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლებას.  

სახელმწიფო, კომერციული, პროფესიული და კანონით გათვალისწინებული სხვა სახის საიდუმლოებების დაცვას.  

სამართლებრივი მოთხოვნის ან შესაგებლის დასაბუთებას.  

  

უფლებების შეზღუდვის ზომას კომპანია იყენებს მხოლოდ შეზღუდვის მიზნის ადეკვატურად და პროპორციული მოცულობით.  

 

 

მომხმარებლის ვალდებულებები 

მომსახურების მიღების მიზნით აუცილებელია გვქონდეს თქვენ შესახებ სრულყოფილი და სწორი ინფორმაცია, აქედან გამომდინარე გთხოვთ, თქვენი საკონტაქტო და ან სხვა ინფორმაციის ცვლილების შემთხვევაში შეგვატყობინოთ.   

თუ გსურთ, მიიღოთ ინფორმაცია თქვენს მონაცემებთან დაკავშირებით ან განახორციელოთ დამატებითი ქმედება, გთხოვთ მოგვმართოთ გამომცემლობის ელფოსტაზე. თქვენი მოთხოვნა განიხილება და პასუხი გეცნობებათ გონივრულ ვადებში.