წესები და პირობები

ზოგადი დებულებები 

დოკუმენტი განკუთვნილია: 

შპს „ვახტანგ მაჭავარიანის იურიდიული ოფისის“ მომხმარებლ(ებ)ისთვის (მათ შორის, პოტენციური, არსებული ან/და ყოფილი).  

მომხმარებლის კანონიერი წარმომადგენლების ან საკონტაქტო პირებისთვის.  

ნებისმიერი პირისთვის, რომელიც უკავშირდება შპს „ვახტანგ მაჭავარიანის იურიდიულ ოფისს“ ან/და გამოხატავს ინტერესს კონკრეტული პროდუქტისა თუ მომსახურების მიმართ.  

სხვა ნებისმიერი პირისთვის, ვისთანაც შპს „ვახტანგ მაჭავარიანის იურიდიულ ოფისს“ პირდაპირი კავშირი არ აქვს, თუმცა მისი ინფორმაციის დამუშავება აუცილებელია  საქმიანობის განსახორციელებლად ან პროდუქტების გასაუმჯობესებლად.  

 

ტერმინთა განმარტებები 

კომპანია –მცირე მეწარმე “ვახტანგ მაჭავარიანი“ 

მომხმარებელი/კლიენტი – ნებისმიერი ფიზიკური/იურიდიული პირი, რომელსაც სავაჭრო/სახელშეკრულებო ურთიერთობა აქვს კომპანიასთან.  

ნივთი/საქონელი – წიგნი, რომელიც მომხმარებელმა შეიძინა/შეიძენს კომპანიის ოფისში ან დისტანციურად.  

დისტანციური ხელშეკრულება – ხელშეკრულება, რომელიც დაიდო კომპანიასა და მომხმარებელს შორის კომპანიის ოფიციალურ ვებსაიტზე.  

ნაკლის მქონე ნივთი – კომპანიის ოფისში ან დისტანციური ხელშეკრულების საფუძველზე შეძენილი ნივთი, რომელიც დაზიანებულია, არ შეესაბამება მოთხოვნილ საქონელს ან პროდუქტის მახასიათებლები არ ემთხვევა საიტზე არსებულ აღწერას, შეუძლებელია მისი გამოყენება დანიშნულებისამებრ ან/და ნივთი შეიცავს იმგვარ დეფექტს, რომელიც აშკარაა ან საშუალო დონის ობიექტური მომხმარებლის თვალში აღნიშნული ნივთი აღიქმება ნაკლის მქონედ და აღნიშნული ნაკლის არსებობის შესახებ წინასწარ ცოდნის შემთხვევაში, მომხმარებელი უარს იტყოდა ნივთის ყიდვაზე. ნივთი ნაკლის მქონედ არ მიიჩნევა, თუკი იგი შეიცავს უმნიშვნელო ნაკლს ან თუკი შეძენილი ნივთის შინაარსი მიუღებელია მომხმარებლისთვის.  

უმნიშვნელო ნაკლი − ისეთი ნაკლი, რომელიც არ ცვლის ნივთის ერთიანობას, კონსისტენციას, შინაარს, ფორმას, ფერს, გამოყენების დანიშნულებას/მიზნობრიობას ან შეუძლებელს არ ხდის ნივთის დანიშნულებისამებრ გამოყენებას.  

ხელშეკრულებიდან გასვლა − მომხმარებლისგან ხელშეკრულებაზე უარის თქმა კომპანიისთვის ნივთის უკან დაბრუნების გზით, ხოლო კომპანიის მიერ მომხმარებლისთვის ნივთში გადახდილი თანხის მომხმარებლისთვის უკან დაბრუნება (უნაღდო ან ნაღდი ანგარიშსწორებით).  

ნაკლის მქონე ნივთის ჩანაცვლება – იგივე ან მსგავსი ნივთით ნაკლიანი საქონლის ჩანაცვლება ან ამ ნაკლის უსასყიდლოდ შეკეთება.  

პერსონალური მონაცემი − ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს უკავშირდება. ფიზიკური პირი იდენტიფიცირებადია, როდესაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება პირდაპირ ან არაპირდაპირ, მათ შორის, სახელით, გვარით, საიდენტიფიკაციო ნომრით, გეოლოკაციის მონაცემებით, ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემებით, ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქიკური, ფსიქოლოგიური, გენეტიკური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური მახასიათებლით.  

მონაცემთა სუბიექტი − ნებისმიერი ფიზიკური პირი, რომლის შესახებ მონაცემიც მუშავდება კომპანიის მიერ. 

ვებსაიტი/საიტი – კომპანიის ოფიციალური ვებსაიტი: www.vmlawoffice.ge 

 

დამატებითი დებულებები 

ეს დოკუმენტი საჯაროა, გამოქვეყნებულია „ვახტანგ მაჭავარიანის იურიდიული ოფისის’’ოფიციალურ ვებსაიტზე და ხელმისაწვდომია ყველასთვის.  

წინამდებარე დოკუმენტით განსაზღვრული პირობები სავალდებულოა შესასრულებლად მხარეებისთვის და მოქმედებს უვადოდ. 

კომპანიას უფლება აქვს, ეს დოკუმენტი და პირობები ნებისმიერ დროს ცალმხრივად შეცვალოს. შეცვლის შესახებ ინფორმაცია საჯაროდ გამოქვეყნდება კომპანიის ოფიციალურ ვებსაიტზე, რომლის გაცნობის შესაძლებლობაც მომხმარებელს ნებისმიერ დროს ექნება.  

მხარეთა შორის წარმოშობილი ნებისმიერი საკითხი, რომელიც არ წესრიგდება ამ დოკუმენტით, წესრიგდება საქართველოს კანონმდებლობით.  

 

წესები და პირობები 

საიტზე რეგისტრაცია 

მომხმარებელს უფლება აქვს ნებისმიერ დროს დისტანციური ელექტრონული არხების მეშვეობით ესტუმროს კომპანიის ვებსაიტს.  

საიტზე მოხვედრის შემდგომ, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს წიგნის შესახებ ინფორმაციას, მოიძიოს ინფორმაცია კომპანიის შესახებ (ადგილმდებარეობა, სამუშაო საათები), გაეცნოს ინფორმაციას ავტორის და კომპანიის საქმიანობის შესახებ, გაეცნოს საიტის „წესებსა და პირობებს“ და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის“ პოლიტიკას, მოიძიოს საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონის ნომერი, ელფოსტა). 

მომხმარებელს უფლება აქვს დაამატოს სასურველი რაოდენობის პროდუქტი კალათაში.   

კალათაში დამატების შემდეგ მომხმარებელი ხედავს და ეცნობა შეკვეთის ჯამური ღირებულების შესახებ ინფორმაციას, კერძოდ:  

პროდუქტების ღირებულება;  

მიწოდების საფასური;  

ჯამური ფასი;  

მომხმარებელს უფლება აქვს შეძენამდე ნებისმიერ დროს გააუქმოს კალათაში არჩეული პროდუქცია.  

ზემოაღნიშნული ინფორმაციის გაცნობის შემდეგ მომხმარებელი გადავა გადახდის გვერდზე, სადაც იგი ვალდებულია დეტალურად შეავსოს შესაბამისი ნიშნით (* – ნიშანი ვარსკვლავი) განსაზღვრული ველები, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ შეძლებს სასურველი ნივთის შეძენას.  

სავალდებულო მონაცემები, რომელიც უნდა შეივსოს შეკვეთის გაფორმებისას:   

სახელი  

გვარი  

ელფოსტა  

ტელეფონი  

ქალაქი/მუნიციპალიტეტი  

ქუჩის მისამართი  

საფოსტო ინდექსი  

მომხმარებელი ვალდებულია შეკვეთის გასაფორმებლად მონიშნოს ღილაკი „გავეცანი: წესები და პირობები & პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა“, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ შეძლებს შეკვეთის განთავსებას.  

გთხოვთ, შეკვეთის განთავსებამდე დეტალურად გაეცნოთ კალათაში არსებულ პროდუქციასა და გადახდის გვერდზე თქვენ მიერ შეყვანილ პერსონალურ ინფორმაციას. არასწორი ინფორმაციის მოწოდების შემთხვევაში, კომპანია იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას მომხმარებლის წინაშე.  

მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს აირჩიოს გადახდის ორი მეთოდი: ბარათით გადახდა ან საბანკო გადარიცხვა. ბარათით გადახდის შემთხვევაში მომხმარებელმა უნდა შეიყვანოს შესაბამისი საბანკო ბარათის მონაცემები. საბანკო გადარიცხვის შემთხვევაში მომხმარებელმა თანხა უნდა გადარიცხოს კომპანიის ანგარიშის ნომერზე, რომელიც შეკვეთის გაფორმების შემდეგ გაეგზავნება მითითებულ ელფოსტაზე. ანგარიშსწორება ხორციელდება ეროვნულ ვალუტაში. შეკვეთის განთავსების შემდეგ მომხმარებელს ელფოსტაზე მიეწოდება შესაბამისი ინვოისის დოკუმენტი, რომელიც დეტალურად ასახავს შეკვეთის და გადახდილი/გადასახდელი საფასურის შესახებ ინფორმაციას. ასევე, ინფორმაცია შეკვეთის შესახებ მომხმარებელს მიუვა ტელეფონის ნომერზე.  

ანგარიშზე არასაკმარისი თანხის არსებობის შემთხვევაში, მომხმარებელი ვერ შეძლებს სასურველი წიგნის შეკვეთას.  

შეკვეთის განთავსებამდე მომხმარებელი ვალდებულია დეტალურად და ყურადღებით გაეცნოს საიტზე არსებულ წესებსა და პირობებს, პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პოლიტიკას, წიგნის/ნივთის შესახებ საიტზე არსებულ ინფორმაციას და შეკვეთის დეტალებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია პასუხს არ აგებს არასასურველი ნივთის შეძენაზე, გარდა წინამდებარე დოკუმენტით გათვალისწინებული შემთხვევისა.  

 

უფლებები და ვალდებულებები 

კლიენტი ვალდებულია, განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდოს დისტანციური მომსახურების არხების გამოყენებას. 

კლიენტი პასუხისმგებელი იქნება ნებისმიერ ოპერაციაზე, რომელიც ჩატარდება დისტანციური მომსახურებით.  

კომპანია არ იქნება პასუხისმგებელი იმ შემთხვევაში, თუ ვერ მოხერხდა დისტანციური მომსახურების არხით კლიენტის უზრუნველყოფა კომპანიისგან დამოუკიდებელი მიზეზების, მათ შორის, სისტემის ან დისტანციური მომსახურების არხის შეფერხების, სისტემის განახლების ან/და გაუმჯობესების, გამო.  

კლიენტი უფლებამოსილებას ანიჭებს კომპანიას, შეასრულოს ყველა ზეპირი ან ელექტრონული მითითება, რომელსაც კლიენტი გასცემს (ან ჩანს, რომ გასცა) დისტანციური მომსახურების არხის საშუალებით. 

დისტანციური მომსახურებისას კომპანია არ არის პასუხისმგებელი: ა) კლიენტის მოწყობილობების ან პროგრამული უზრუნველყოფის გაუმართაობით გამოწვეულ ნებისმიერ შეფერხებაზე; ბ) ვირუსზე ან სხვა მსგავს პრობლემაზე, რომელიც შესაძლოა დაკავშირებული იყოს დისტანციური მომსახურებით სარგებლობასთან.  

კომპანია უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს შეაჩეროს/შეწყვიტოს დისტანციური მომსახურება. კომპანია მიიღებს ზომებს, რათა კლიენტს შეატყობინოს დისტანციური მომსახურების დროებით შეჩერების ან შეწყვეტის თაობაზე ელექტრონული შეტყობინების ან სხვა საშუალებით, თუმცა აღნიშნული პირობის შეუსრულებლობა არ იწვევს კომპანიის პასუხისმგებლობას.  

 

დისტანციურად დადებული ხელშეკრულება 

მომხმარებლის მიერ შეკვეთის განთავსება და შეკვეთის საფასურის სრულად გადახდა დისტანციური ხელშეკრულების დადების საფუძველია.  

მომხმარებლის მიერ ღილაკზე „შეკვეთის განთავსება“ დაჭერისა და შეკვეთის წარმატებულად განთავსების შემთხვევაში, მხარეთა შორის იდება დისტანციური მომსახურების ხელშეკრულება. მომხმარებლისგან დისტანციური მომსახურების არხით გაცემული თანხმობა (გარიგების პირობებზე) უთანაბრდება შესაბამის გარიგებაზე კლიენტის ხელმოწერას და ეს თანხმობა ჩაითვლება სამართლებრივი ძალის მქონედ კომპანიის მიერ დისტანციური მომსახურების არხით კლიენტის თანხმობის მიღების მომენტიდან.  

დისტანციური ხელშეკრულების დადების შემდეგ, კომპანია იღებს ვალდებულებას, მომხმარებელს მიაწოდოს მის მიერ შეკვეთილი პროდუქტი უნაკლო მდგომარეობაში. შეკვეთის მიწოდება თბილისის მაშტაბით ხორციელდება 1-4 სამუშაო დღეს, ხოლო რეგიონში მაქსიმუმ 3-7 სამუშაო დღის ვადაში. მიწოდების ვადები კომპანიის მიერ შესაძლებელია შეიცვალოს ცალმხრივად.  

შეკვეთის მიწოდების შემდეგ, მომხმარებელმა შეკვეთის მიღებიდან 14 დღის ვადაში უნდა  დააყენოს მოთხოვნა შეძენილი ნივთის უკან დაბრუნების შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში, აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ მიიჩნევა, რომ მომხმარებელმა მიიღო შესრულება, შეძენილი ნივთი უნაკლოა, ხოლო კომპანია არ იქნება ვალდებული დაიბრუნოს შეძენილი ნივთი.   

 

დისტანციური ხელშეკრულებით შეძენილი ნივთის დაბრუნების პირობები 

კლიენტს უფლება აქვს დისტანციურად დადებულ ხელშეკრულებაზე უარი თქვას ყოველგვარი საფუძველის მითითების გარეშე, ნივთის მიღებიდან 14 კალენდარული დღის ვადაში.  

კლიენტი ვალდებულია 14 დღის ვადაში ხელშეკრულებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება შეატყობინოს კომპანიას ელექტრონული განცხადების (ფორმის) წარდგენით (მეილით ან სოციალური ქსელების დახმარებით).  

მომხმარებელი ვალდებულია ნივთის დაბრუნების შესახებ ელექტრონულ განაცხადში (ფორმაში) მიუთითოს: 
1. სახელი, გვარი; 
2. ელფოსტის მისამართი; 
3. ფაქტობრივი მისამართი, სადაც მიიღო შეკვეთა; 
4. შეკვეთის განთავსების თარიღი; 
5. შეკვეთის მიღების თარიღი; 
6. ხელმოწერა (თუ განცხადება ქაღალდზეა შევსებული); 
7. განცხადების შევსების თარიღი.  

ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემდეგ, მხარეთა შორის დადებული დისტანციური ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები ქარწყლდება, ხოლო მხარეები ვალდებულები არიან, დაუბრუნონ ერთმანეთს მიღებული ნივთი/თანხა.  

კლიენტის მიერ დისტანციურ ხელშეკრულებაზე უარის თქმის დროს, კომპანია ვალდებულია, კლიენტს გადახდილი თანხა დაუბრუნოს სრულად (მათ შორის, მიწოდების ხარჯები), ხელშეკრულებაზე უარის თქმის შესახებ შეტყობინების მიღებიდან 14 კალენდარულ დღეში.  

ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში კომპანიას უფლება აქვს უარი თქვას თანხის დაბრუნებაზე მანამ, სანამ ნივთს არ დაიბრუნებს ან კლიენტისგან არ მიიღებს საქონლის გაგზავნის დამადასტურებელ დოკუმენტს, იმის მიხედვით, რომელიც უფრო ადრე მოხდება; გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კომპანიამ თავად იკისრა ნივთის უკან წაღება.  

კლიენტს გადახდილი თანხა აუნაზღაურდება იმავე საშუალებით, რომელიც ნივთის შეძენისას გამოიყენა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კლიენტი თანხმობას აცხადებს გადახდის სხვა საშუალებაზე და მას დამატებითი ხარჯი არ ექნება.  

კლიენტი ვალდებულია, განცხადების წარდგენის შემდეგ, 7 კალენდარული დღის განმავლობაში, დაუბრუნოს შეძენილი ნივთ(ებ)ი გამომცემლობას ან ნდობით აღჭურვილ მესამე პირს. დაბრუნება ხდება შეძენილი ნივთ(ებ)ის  კომპანიის ოფისში ადგილზე მიტანის ან საფოსტო/საკურიერო კომპანიის მომსახურების საშუალებით, რომლის ხარჯებსაც ანაზღაურებს კლიენტი.   

იმ შემთხვევაში, თუკი კომპანიამ მომსახურების გაწევა მომხმარებლის წინასწარი თანხმობით დაიწყო და მომსახურება სრულად გასწია, მომხმარებელი კარგავს ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლებას.  

კომპანიას უფლება აქვს უარი უთხრას კლიენტს გადახდილი თანხის უკან დაბრუნებაზე, თუ დაბრუნებული ნივთი დაზიანებული ან შეცვლილია.  

 

კომპანიის ოფისში შეძენილი ნივთის დაბრუნების პირობები 

კლიენტს უფლება აქვს მოითხოვოს ადგილზე შეძენილი ნივთის უკან დაბრუნება ყოველგვარი საფუძველის გარეშე, შეძენის დღეს. ამისთვის საჭიროა ადგილზე წარმოადგენოს შეძენილი ნივთი და მისი შეძენის დამადასტურებელი საგადასახადო დოკუმენტი (ჩეკი).  

ასევე, კლიენტს უფლება აქვს მოითხოვოს ხელშეკრულებიდან გასვლა ან შეძენილი ნივთის ჩანაცვლება, თუ შეძენილი ნივთი ნაკლის მქონეა. შეძენილი ნივთი ნაკლის მქონედ ჩაითვლება მაშინ, თუ კომპანიის ოფისში ადგილზე დათვალიერებით შეუძლებელი იყო ამ ნაკლის აღმოჩენა/შემჩნევა: 

კლიენტმა ნაკლის აღმოჩენიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში უნდა მიმართოს კომპანიის ოფისს და ადგილზე წარმოადგენოს შეძენილი ნივთი და მისი შეძენის დამადასტურებელი საგადასახადო დოკუმენტი (ჩეკი). კლიენტი, ასევე, ვალდებულია, დაადასტუროს ნაკლის არსებობა. წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე პირობის შეუსრულებლობის/დარღვევის შემთხვევაში, კომპანიას უფლება აქვს, უარი თქვას წინა პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაზე. ეს პუნქტი არ იქნება გათვალისწინებული, თუკი შეძენილი ნივთი შეიცავს უმნიშვნელო ნაკლს.  

კომპანიას უფლება აქვს, უარი უთხრას კლიენტს ნაკლის მქონე ნივთის ჩანაცვლებაზე, თუკი ეს ობიექტური მიზეზების გამო შეუძლებელია.  

გაყიდული ნივთის კლიენტისთვის გადაცემისას მასზე გადადის საქონლის შემთხვევით გაფუჭების რისკი.