რა წესით ხდება განქორწინება?
თუ წყვილს შორის არ არსებობს დავა განქორწინება შეიძლება განხორციელდეს სახელმწიფო განვითარების სააგენტოში, ეგრეთწოდებულ იუსტიციის სახლში, ხოლო დავის არსებობის შემთხვევაში განქორწინების საკითხს იხილავს სასამართლო.
სასამართლო მოთხოვნის საგანი შეიძლება იყოს როგორც გაყრის რეგისტრაცია (როდესაც ერთერთიმხარე არ არის გაცილებაზე თანახმა), ასევე ქონების გაყოფა, არასრულწლოვანი შვილების საცხოვრებელი ადგილილის, ალიმენტისა თუ სარჩოს დადგენა.
სასამართლო ვალდებულია მიიღოს ზომები მეუღლეთა შესარიგებლად. მას უფლება აქვს გადადოს საქმის განხილვა და მეუღლეებს დაუნიშნოს ვადა ქორწინების შესანარჩუნებლად, მაგრამეს ეს ვადა არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს. განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა.
მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას, თანასაკუთრებას მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი.
თანაცხოვრებაში შეძენილი ქონება იყოფა ნახევარზე, თუ საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამე არ არის დადგენილი.
დაიმახსოვრეთ, რომ ცოლის ორსულობისას და ბავშვის დაბადებიდან ერთი წლის განმავლობაში, ქმარს უფლება არა აქვს ცოლის თანხმობის გარეშე აღძრას საქმე განქორწინებაზე.