იურიდიული კომპანია ,,ვახტანგ მაჭავარიანის იურიდიული ოფისი’’ აცხადებს ვაკანსიას

ადვოკატის პოზიციაზე

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი , ყიფშიძის 2 ა, ბიზნეს ცენტრი G&O.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი. 10:00-18:00 სთ.

ასაკი: 35 წლამდე

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 13.12.2019

ფუნქცია- მოვალეობები:

  • ხელშეკრულების გასაფორმებლად საჭირო დოკუმენტაციის მომზადება;
  • ხელშეკრულებების, სარჩელების, შესაგებლებისა და სხვა სახის
  • იურიდიული დოკუმენტების შედგენა, შესწავლა და დამუშავება;
  • კომპანიის კლიენტებისათვის კომპეტენციის ფარგლებში იურიდიული კონსულტაციის გაწევა;
  • სასამართლოს წარმომადგენლობა ყველა ინსტანციის სასამართლოში;
  • კომპანიის სახელით, საჯარო და კერძო სტრუქტურებთან ურთიერთობა;
  • კორესპონდენციის წარმოება კომპანიის კლიენტებთან ან/და მესამე პირებთან;
  • კომპანიის არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან კომუნიკაცია, სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით მოლაპარაკებების წარმოება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი იურიდიული განათლება
  • საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი; (სასურველია საერთოს მიმართულებით)
  • იურისტად/ადვოკატად მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 3 წელი
  • აუცილებელია სასამართლო პროცესებში მონაწილეობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
  • ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ცოდნა;
  • კომპიუტერული უნარ-ჩვევები:
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ფლობა;

დამატებითი მოთხოვნები:

  • სამართლებრივი ანალიზის უნარი;
  • ეფექტური წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ანალიტიკური უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • გადმოცემისა და იურიდიული მოთხოვნების განმარტების კარგი უნარი;
  • პროფესიული განვითარებისაკენ სწრაფვა;

შერჩეული კანდიდატი დასაქმდება 3 თვიანი გამოსაცდელი ვადით.

ანაზღაურება :

სამ თვიანი გამოსაცდელი ვადის პერიოდში - 1500ლარი (+ბონუსები)

გამოსაცდელი ვადის წარმატებით გავლის შემდეგ - 2000ლარი(+ბონუსები)

კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ

გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე ფოტოსურათით ელექტრონულ მისამართზე:

info@vmlawoffice.ge (გთხოვთ, ელფოსტის სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება)

წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე - 0322 904 510; მობ: 598 92 07 94

კომპანიის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ჩვენს ვებ გვერდს:

www.vmlawoffice.ge

გისურვებთ წარმატებას!