სისხლის სამართლის კოდექსის 132-ე მუხლის მიხედვით, განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადების შეყრა (სხვისთვის გადადება) ითვლება დანაშაულად.
ეს მუხლი იყოფა სამ ნაწილად:
ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შედგენილია განსაკუთრებით საშიში პათოგენების ნუსხა, რომელშიც შეყვანილია მძიმე, მწვავე რესპირაციული სინდრომთან ასოცირებული კორონავირუსი – SARS-CoV. ეგრეთ წოდებული ახალი კორონა ვირუსი. რაც ნიშნავს, რომ იგი განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადებაა.
მაგალითად, როდესაც გიორგი ეჭვობს, რომ მას ახალი კორონავირუსის ნიშნები აქვს, ის ვალდებულია ჩაიტაროს ყველა სათანადო გამოკვლევა და დაავადების დადასტურების შემთხვევაში განაცხადოს ამ ფაქტის შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში,თუ მას დაუდასტურდა აღნიშნული დაავადება, მაგრამ ინფექცია არავის გადასდო, ის შეიძლება პასუხისგებაში მიეცეს და თავისუფლებაც აღეკვეთოს ერთ წლამდე ვადით.
მაგრამ, გიორგიმ თუ დამალა დაავადების შესახებ და სხვას გადასდო ინფექცია, მას შესაძლებელია ორ წლამდე პატიმრობა მიესაჯოს.
გიორგი შეიძლება ორიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისაჯოს, თუ ორ ამ მეტ პირს, არასრულწლოვანს ან ორსულს შეყრის დაავადებას.
ზემოთ მითითებული სასჯელების გარდა, კანონით გათვალისწინებულია ნაკლებად მკაცრი სასჯელებიც, როგორიცაა ჯარიმა ან შინაპატიმრობა.