პირის გარდაცვალების შემთხვევაში ქონების სხვა პირზე გადასვლის ორი სახეობა არსებობს, კანონით ან ანდერძით.
თუ ანდერძი არ არსებობს, მემკვიდრეობა გადადის კანონით განსაზღვრულ პირთა წრეზე.
არსებობენ 5 რიგის მემკვიდრეები:
პირველი რიგის მემკვიდრეები არიან: მეუღლე, შვილები, მშობლები, მშვილებელი და ნაშვილები.
მეორე რიგის: დები და ძმები. თუ ისინი ცოცხალი არ არიან მათი შვილები.
მესამე რიგის: ბებია და პაპა.
მეოთხე რიგის მემკვიდრეებს განეკუთვნებიან ბიძები, დეიდები და მამიდები.
მეხუთე რიგში კი ბიძაშვილები, დეიდაშვილები და მამიდაშვილები.
დაიმახსოვრეთ, რომ წინა რიგის, თუნდაც ერთი მემკვიდრის არსებობა, გამორიცხავს შემდეგი რიგის მემკვიდრეობას.
ერთი რიგის მემკვიდრეებს შორის, ქონება ნაწილდება თანაბარ წილად.
სამკვიდრო ქონებაში არ შედის მეუღლეთა თანაცხოვრებაში შეძენილი ქონების ნახევარი, მიუხედავდ იმისა გარდაცვლილის სახელზე იყო ეს ქონება რეგისტრირებული თუ არა.
მამკვიდრებელს შეუძლია ქონება ანდერძით დაუტოვოს ერთ ან რამოდენიმე პირს, როგორც მემკვიდრეთა წრიდან ასევე გარეშე პირებსაც.
არსებობს ორი სახის ანდერძი: ეგრეთწოდებული შინაურული, როდესაც მოანდერძე თავისი ხელით წერს ანდერძს და სანოტარო წესით დამოწმებული.
ორივე სახის ანდერძის არსებობისას უპირატესობა ენიჭება ნოტარიუსის მიერ დამოწმებულს.
მიუხედავად ანდერძის არსებობისა, პირველი რიგის მემკვიდრეებს ეკუთვნით სავალდებულო წილი, რაც ნიშნავს, რომ მათ დარჩენილი ქონების ნახევარი მაინც ეკუთვნით.