ალიმენტი ლათინული სიტყვაა და ქართულად საზრდოს, საკვებს ნიშნავს. იურიდიულად კი ესაა ხარჯი, რომელსაც ოჯახს მოშორებული პირი, კანონის ძალით სარჩენად უხდის თავისი ოჯახის შრომისუუნარო ან არასრულწლოვან წევრებს.
ალიმენტის გადახდის ვალდებულება არამარტო შვილების, არამედ შრომისუუნარო მშობლების, ბებია პაპისა თუ არასრულწლოვანის დაძმის მიმართაც გაგვაჩნია. შვილებთან მიმართებაში ალიმენტის ოდენობას მშობლები განსაზღვრავენ, თუ ვერ შეთანხმდებიან სასამართლო.
სასამართლო საზღვრავს ასევე ალიმენტის ოდენობას ოჯახის სხვა წევრების მიმართ და ითვალისწინებს როგორც ალიმენტის გამცემის ასევე მიმღების მატერიალური მდგომარეობას. თუმცა ფინანსური მდგომარეობის ცვლილებასთან ერთად შესაძლებელია ალიმენტის ოდენობის როგორც გაზრდა ასევე შემცირებაც.
ალიმენტის გადახდევინება წარსული დროისათვისაც შეიძლება, მაგრამ არაუმეტეს სამი წლისა და თუ მოვალე ვერ იქნა ნაპოვნი ეს არ ნიშნავს რომ ის გაექცა ვალდებულებას რადგან ამ შემთხვევაში ხანდაზმულობა არ მოქმედებს. ბავშვი სრულწლოვანიც რომ გახდეს სასამართლოს მიერ დადგენილი ალიმენტი მაინც მისია და დაგროვილ თანხის ერთიანად გადახდა მოუწევს მისი პოვნის შემთხვევაში. მაგალითად თუ სასამართლომ განსაზღვრა რომ 200 ლარი უნდა იხადოს თვეში და სამი წელი არ გადაუხდია, მითითებული თანხა გროვდება და ერთიანად მოუწევს 7200 ლარის გადახდა.
და ბოლოს ალიმენტის გადახდისაგან გათავისუფლება მხოლოდ სასამართლოს შეუძლია და ისიც განსაკუთრებულ შემთხვევებში.