მარიხუანა

მარიხუანა დეკრიმინალიზაცია თუ ლეგალიზაცია?

მარიხუანა ნარკოტიკების სიიდან არავის ამოუღია თუმცა საკონსტიტუციო სასამართლომ ადამიანის უფლების დარღვევად აღიარა ის ნორმა, რომლითაც მარიხუანას მოხმარება ან პირადი მოხმარების მიზნით  ამ ნარკოტიკის შეძენა, შენახვა ან გადაზიდვა სისხლის სამართლის კოდექსით ისჯებოდა. არაკონსტიტუციურად ცნობილი  კანონი კი კარგავს ძალას და არ გამოიყენება

პირდი მოხმარებისთვის,   5 გრამამდე გამომშრალი  და 10 გრამამდე ნედლი მარიხუანა ითვლება, შესაბამისად მისი მოხმარება, ან ამ ოდენობით მისი შენახვა, დეკრიმინალიზირებულია.

საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე გადაწყვიტა, რომ მცირე ოდენობით, ესეიგი 70 გრამამდე გამომშრალი და 140 გრამამდე ნედლი მარიხუანის შეძენა/შენახვისათვის  სასჯელის ზომად თავისუფლების აღკვეთა, ესეიგი ციხეში ჩასმა  არაკონსტიტუციურია, თუმცა მაინც დანაშაულად ითვლება,   დეკრიმინალიზირებული არ არის და ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით.

ასევეა არაკონსტიტუციურადაა ცნობილი 151 გრამამდე კანაფის  უკანონოდ დათესვის, მოყვანის ან კულტივირებისთვის თავისუფლების აღკვეთა.

თუმცა ზემოჩამოთვლილ ოდენობაზე მეტი, ანუ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობის აღმოჩენის, აგრეთვე გასაღების შემთხვევაში, პატიმრობის სანქცია კვლავ ძალაში რჩება.

 

მარიხუანას მოხმარებაზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის გაუქმება არ ეხება საჯარო სამსახურის შესახებ კანონის იმ ნორმას, სადაც საუბარია სამსახურში მიღების შემთხვევაში ნარკოლოგიური ცნობის წარდგენაზე. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ნიშნავს მარიხუანას მოხმარების ლეგალიზებას, შესაბამისად საჯარო მოხელეებს კვლავ რჩებათ ვალდებულება წარმოადგინონ ცნობა  ნარკოლოგიური კლინიკიდან.

 

არც ადმინისტრაციული სასჯელი გაუუქმებია ვინმეს და მცრე ოდენობით მარიხუანას უკანონო შეძენა, გადაზიდვასა და მოხმარებისთვის 500 ლარით დაჯარიმდებით.