საქართველოს ეროვნული ბანკი არის ცენტრალური ბანკი ასე ვთქვათ ის არის მთავრობის ბანკირი და ზედამხედველობას უწევს ფინანსურ სექტორს. საზედამხედველო ფუნქციების შესასრულებლად ეროვნული ბანკი უფლებამოსილია გამოსცეს შესაბამისი დადგენილებები, ბრძანებები, დააწესოს შეზღუდვები ან/და სანქციები. რაც სავალდებულო შესარულებელი ხდება სესხის გამცემი სუბიექტებისათვის. ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის წესის განსაზღვრაც მისი პრეროგატივაა.
ახალი წესების პროექტი უკვე მზად არის და მის ძალაში შესვლას 2019 წლის 1 იანვარს უნდა ველოდოთ. პროექტის ავტორების თქმით ცვლილებების მიზანი ჯანსაღი დაკრედიტება და ჭარბვალიანობისაგან, ესეიგი ზედმეტი ვალებისაგან თქვენი დაცვა. ეს წესები ეხება ყველა სახის სესხს, რომელიც უნდა გაიცეს ფიზიკურ პირებზე და ბიზნეს საქმიანობის მიზნებისათვის არ არის განსაზღვრული.
მნიშვნელოვანია, რომ ეს ცვლილებები არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როდესაც მოთხოვნილია 300 ლარზე ნაკლები და მილიონზე მეტი თანხა. სესხის გამცემ ორგანიზაციებში იგულისხმება ბანკები, მიკროსაფინასო ორგანიზაციები და სხვა სესხის გამცემი სუბიექტები. ეს ცვლილებები იმ კერძო პირებსაც ეხება ვისაც 20 ზე მეტი პირისათვის აქვს გასესხებული თანხა.
ცვლილებების მიხედვით სესხის გამცემ ორგანიზაციებს ეკრძალებათ სესხის გაცემა დეტალური ანალიზის გარეშე, გადამხდელუნარიანობის შეფასებისას ყველა ის ფაქტორია შესაფასებელი, რომელმაც შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს კრედიტის დაფარვაზე. აუცილებელია, რომ წარმოდგენილი იქნას შესაბამისი დოკუმენტაცია - სახელფასო ამონაწერი, ცნობა შემოსავლების სამსახურიდან და აშ. ყოველი დოკუმენტის გაანალიზება უნდა განხორციელდეს კრიტიკულად, ესეგი სკეპტიკურად, ეჭვის თვალით. მართალია ჯერ შემოსავლების მეთოდოლოგია არ გამოქვეყნებულა, თუმცა ძირითადი კრიტერიუმი ესე გამოიყურება:
გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზისას გამოკვლეული უნდა იქნას საკრედიტო ბიუროსაგან მიღებული ინფორმაცია, უნდა შემოწმდეს მსესხებლის წმინდა შემოსავლები რამდენად აღემატება ერთ ჭერქვეშ მცხოვრები ფიზიკური პირების საარსებო მინიმუმს. მაგალითად თუ თქვენს ოჯახში სამი პირი ცხოვრობთ და თქვენი შემოსავალია 2000 ლარი ხოლო საარსებო მინიმუმი 1700 მაშინ მაქსიმუმ 300 ლარის გადახდა შეგიძლიათ ყოველთვე ვალის დასაფარად
სესხის დამუშავებისას გასთვალისწინებელია სავალუტო რისკები - თუ უცხოურ ვალუტით იღებთ კრედიტს,პირის ასაკი თუ საპენსიო ასაკს უახლოვდებით, რადგან სახელმწიფო პენსიიდან მისაღები შემოსავალი არ შეიძლება გათვალისწინებული იქნას სესხის დაფარვის წყაროდ.
თუ შემოსავლის წყარო თქვენივე ბიზნესიდან მიღებული ხელფასი ან დივიდენდია სესხის გამცემი ვალდებულია სრული ფინანსური ანალიზი ჩაუტაროს თქვენს კომპანიას. რამდენად სტაბილური და ფინანსურად ძლიერია ეს ორგანიზაცია.
სესხის ტრანშებად გაცემისას უნდა შემოწმდეს წინა ტრანშის დახარჯვის მიზნობრიობა.
ვისაც კრედიტი აგიღიათ იცით, რომ გადახდის გრაფიკი ისეა შედგენილი, რომ ჯერ დარიცხულ პროცენტს იხდით და ბოლოს ძირ თანხას.
ახალი რეგუალციით დაუშვებელია, როდესაც მსესხებელი იხდის მხოლოდ დარიცხულ პროცენტს, ხოლო ძირს ან ძირის მნიშვნელოვან ნაწილს ვადის ბოლოს. თანხის ძირი ნაწილის გადახდა უნდა განხორციელდეს შემოსავლებზე მორგებული გრაფიკის მიხედვით.
რაც შეეხება უძრავი ქონებით უზრუნველყოფილ სესხებს. ესეთი ტიპის სესხი იყოფა 2 ნაწილად, იპოთეკური სესხი როდესაც თანხა გჭირდებათ უძრავი ქონების შესაძენად და ეგრეთწოდებული სამომხმარებლო სესხი, როდესაც უძრავი ქონების უზრუნველყოფით პირადი საჭიროებისათვის იღებთ კრედიტს. პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ იპოთეკური სესხის მაქსიმალურ ვადად განისაზღვრა 20 წელი ხოლო სამომხმარებლო სესხისა კი 10 წელი, სხვა დანარჩენებისათვის მაქსიმალური ვადაა 4 წელია.
მხედველობაშია მისაღები, რომ თუ მსესხებელს არ გააჩნია მიმდინარე შემოსავლები უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხის გაცემა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მსესხებელს ან თანამსესხებელს საკუთრებაში გააჩნია ერთზე მეტი საცხოვრებელი უძრავი ქონება და ის ქონება სადაც ცხოვრობს დატვირთული არ არის საკრედიტო ვალდებულებებით.