პრეზუმფცია

პრეზუმფცია - ლათინური სიტყვაა და რაიმე ფაქტის სარწმუნოდ აღიარებას ნიშნავს.

მაგალითად: თუ ადამიანს ბრალად ედება  სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, მაგრამ სასამართლოს მიერ ჯერ არ არის დამტკიცებული მისი ბრალი, ის  უდანაშაულოდ ითვლება განაჩენის გამოტანამდე.

ეს სიტყვა სხვადასხვა კოტექსტში შიძლება ვიხმაროთ, მაგრამ არსი არ იცვლება.

ყველა ჩვენგანი რაიმე ნივთს ვფლობთ.  არა აქვს მნიშვნლობა ძვირია ეს საგანი თუ არა. როდესაც ამ ნივთს თქვენ განკარგავთ, ითვლება, რომ ამ საგნის მესაკუთრეც თქვენ ბრძანდებით და საპირისპიროს დამტკიცებამდე მესაკუთრედ ყოფნის პრეზუმფციით სარგებლობთ.

თუმცა არის ქონება, რომლსაც  შეიძლება ფლობდეთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის თქვენ გეკუთვნით. მაგალითად, უძრავი ქონება: სახლი, მიწა და ა.შ..

ამ შემთხვევაში, საჯარო რეესტრის ამონაწერის მონაცემთა,  უტყუარობის პრეზუმფცია მოქმედებს. რაც ნიშნავს, რომ საჯარო რეესტრის მონაცემები სანდოა და რამდენი პირიც არ უნდა იყოს “ ჩაწერილი“  შესაბამის მისამართზე, უძრავი ქონების მესაკუთრე, მხოლოდ ამონაწერში დაფიქსირებული პირია.