სესხის ხელშეკრულებით, გამსესხებელი, ესე იგი კრედიტორი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ანუ მოვალეს ფულს , ხოლო მსესხებელი იღებს ვალდებულებას რომ დააბრუნებს მიღებულს თანხას.
სესხზე შეთანხმება შესაძლებელია როგორც ზეპირად, ასევე წერილობით, თუმცა ზეპირი შეთანხმების დროს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებით, სესხის აღების ფაქტი არ დასტურდება.
სესხის გაცემისას შესაძლებელია მსესხებლის ან სხვა პირის უძრავი ქონებით თანხის დაბრუნება უზრუნველყოთ, ამისათვის თქვენ ნოტარიუსს უნდა მიმართოთ, უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვის მოთხოვნით. ნოტარიუსის მიერ დადასტურებული შეთანხნება აუცილებლად საჯარო რეესტრში უნდა დარეგისტრირდეს.
ერთი და იგივე ნივთზე შესაძლებელია რამოდენიმე იპოთეკის დარეგისტრირება, მაგრამ ანაზღაურება განხორციელდება იპოთეკის რეგისტრაციის თარიღის მიხედვით ანუ ვინც პირველი დაარეგისტრირა იპოთეკა თანხასაც ის მიიღებს პირველი.
იპოთეკით დატვირთული უძარავი ქონების გასხვისება შესაძლებელია, თუმცა ვალდებულება ახალ მესაკუთრეს გადაყვება და მოთხოვნის უფლება არ იკარგება.
თუ დათქმულ დროს სესხის დაბრუნება არ განხორციელდა, ნოტარიუსი გამოწერს სააღსრულებო ფურცელს. სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, აღსრულების ეროვნული ბიურო საქმის წარმოებას იწყებს, ეს კი უძრავი ქონების აუქციონზე გამოტანას და მის რეალიზაციას გამოიწვევს.
დაიმახსოვრეთ! ხშირად კანონი ერთს გვეუბნება და სასამართლო პრაქტიკა კი მეორეს. კანონში წერია, ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის სასამართლო წესით გასაჩივრება აღსრულებას არ აჩერებს, თუმცა პრაქტიკაში ასე არ არის. სააღსრულებო ფურცლის გასაჩივრება აჩერებს აღსრულებას.