შეუძლია თუ არა შეიძინოს უცხოელმა საქართველოში მიწა?
ამ კითხვაზე, პასუხის გასაცემად საჭიროა ვიცოდეთ რომ არსებობს ორი ტიპის მიწასა სოფლოსამეურნეო და არასასოფლოსამეურნეო. სასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწა საკუთრებაში შეუძლია შეიძინოს მხოლოდ საქართველოს მოქალაქემა ან იმ იურიდიულ პირმა, რომლის მინიმუმ 51 პროცენტის მფლობელი საქართველოს მოქალაქეა.
უცხოელებს კი მხოლოდ არასასოფლოსამეურნეო მიწის ნაკვეთის შეძენა შეუძლიათ, თუმცა შესაძლებელია რომ სასოფლოსამეურნეო მიწის დანიშნულება შეიცვალოს თუ უცხო ქვეყნის მოქალაქეს მიწა გამოყენება სურს მაგალითად სასტუმროს, გასართობი ცენტრის ან კომერციული ფართის ასაშენებლად. მიზნობრიობის შესაცვლელად მან უნდა მიმართოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს. დადებითი პასუხის შემთხვევაში მიზნობრიობა იცვლება და უცხოელისათვის მიწის შეძენა შესაძლებელი ხდება.